logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით
- +

15 იანვარი. 2020. 18:47

 

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 80 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანის დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის, დედაქალაქის მერიას და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს, რომელიც დღემდე ოპერირებდა თბილისის მერიის ქვეშ. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პროფილური საქმიანობა არ იყო, ისინი შეუდარებლად კარგად ახორციელებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. დღეიდან სასწრაფო-სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენაა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების 80 მანქანა, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში გასწია და ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დღემდე თბილისის მერიის ქუდის ქვეშ ემსახურებოდა თბილისს და ხვალიდან უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ქუდის ქვეშ მოემსახურება“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი