logo_geo
თეა წულუკიანი: პრეზიდენტის შეწყალების აქტში კრიტერიუმები ძალიან მკაფიოა
- +

17 იანვარი. 2020. 15:01

 

 

„არ მსმენია პრეტენზია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების კრიტერიუმები განჭვრეტადი არ არის და არც მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქტს ამ მხრივ რაიმე ხარვეზი აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მსჯავრდებულთა შეწყალების ახალ კრიტერიუმებთან დაკავშირებით განუცხადა.

 

წულუკიანის აზრით, პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცემულ შეწყალების აქტში კრიტერიუმები ძალიან ნათელია.

 

„შეწყალების კრიტერიუმები, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ წინა წლის დასასრულს პრეზიდენტის აქტში, არის ძალიან ნათელი, განჭვრეტადი და მკაფიო. მე, როგორც იუსტიციის მინისტრს, არ მსმენია არც ერთი პატიმრისგან პრეტენზია იმის შესახებ, რომ კრიტერიუმები განჭვრეტადი არ არის.

 

რა თქმა უნდა, მსმენია პრეტენზია ჩვენი პატიმრებისგან, რომ შეწყალებულთა უფრო დიდ რიცხვს მოელიან ხოლმე ყოველ დღესასწაულზე, მაგრამ პრეტენზია იმის შესახებ, თითქოს განჭვრეტადი არ არის, პირადად არ მსმენია და არც მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქტს ამ მხრივ რაიმე ტიპის ხარვეზი აქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, ოთხთვიანი მორატორიუმისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

 

 

big_banner
არქივი