logo_geo
მამუკა მდინარაძე: ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც...
- +

17 იანვარი. 2020. 17:10

 

 

„ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, რადგან პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი არ განიხილა პარლამენტმა, სხვა შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, სხვა საკითხებს უყაროს კენჭი.

 

„რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამ ადამიანის შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება. ასეთ ფორმალურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა. ეს გადაწყვიტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, როდესაც მათ მხარი დაუჭირა. კი ბატონო, ჰყავდეთ თავისი ოდიოზური ბასიშვილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს დაუჭირა მხარი. 

 

 

big_banner
არქივი