logo_geo
სოფო კილაძე: ბექა ოდიშარიას კულტურის მინისტრობის კანდიდატურაზე ინფორმაცია პირველად მესმის
- +

20 იანვარი. 2020. 15:29

 

„ბექა ოდიშარია, ჩემი კოლეგა, კარგად არის გარკვეული კულტურის სფეროში, თუმცა მისი კულტურის მინისტრობის კანდიდატურაზე ინფორმაცია პირველად მესმის თქვენგან“, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის სფეროს გამოყოფის შემთხვევაში კულტურის მინისტრად ბექა ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება.

 

„ბექა ოდიშარია ჩემი კოლეგაა. გვაქვს ძალიან ბევრი მიმარათულებით მჭიდრო თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, მივესალმები მას და მის კანდიდატურას. ის არის პროფესიონალი, კულტურის სფეროში კარგად ერკვევა, თუმცა, მართლა არ გამიგია ამის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა კილაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი