logo_geo
რეზო ამაშუკელი: შუაზე რომ გაიხნენ, ვიყავი და ვიქნები ივანიშვილის გვერდით
- +

21 იანვარი. 2020. 14:50

 

ქართველი პოეტის, რეზო ამაშუკელი განცხადებით,  პარტია „ქართულ ოცნებას“  ოპოზიციური ძალები წლებია საბოტაჟის ქვეშ ამყოფებენ.  

 

როგორც პოეტმა, „POSTV“-ის ეთერში განმარტა, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაშორა ქვეყნის მართვის სადავეებს, სწორედ ამიტომ,  პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევში, ის მაინც პარტიის თავმჯდომარის გვერდით დადგება.

 

რამდენი წელია საბოტაჟის ქვეშაა ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილმა, რასაც წლები ვებრძოდი, ის მიაყენა კედელთან. ამიტომ ვუჭერ მხარს. შუაზე რომ გაიხნენ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორადაც არ უნდა დამთავრდეს პოლიტიკური სიტუაცია, ვიყავი და ვიქნები ივანიშვილის გვერდით“, - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

 

 

big_banner
არქივი