logo_geo
სოფიო კილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა
- +

21 იანვარი. 2020. 15:00

 

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაცია შეაფასა.

 

სოფიო კილაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს,  პენიტენციურ დაწესებულებებში, ადამიანების უფლებები სასტიკად ირღვეოდა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება, დღეს, იუსტიციის მინისტრს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე ესაუბროს.

 

ნაციონალური მოძრაობისთვის შუბლზე ძარღვის გაწყვეტა და იმის დაბრალებაქართული ოცნებისთვის“, რასაც თავად აკეთებენ, უცხო არაა. როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასადა თეა წულუკიანს ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე და პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. არავინ არ იყო მაშინდელი სახელისუფლებო გუნდიდან, რომ ეს ხმა გაეგონა და რაიმე ნაბიჯი გადაედგა ამ ადამიანებისთვის. ამიტომ გვყავდა 2010 წელს 144 გარდაცვლილი პატიმარი, 2011 თუ 2012 წელს 140. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენნაციონალური მოძრაობისრეჟიმს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი