logo_geo
გიორგი ვოლსკი: პენიტენციური სისტემა სამართავად ურთულესია
- +

21 იანვარი. 2020. 17:39

 

პენიტენციური სისტემა სამართავად ურთულესია, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშის კითხვისას რჩება წარმოდგენა, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აუცილებელია, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყოს სირთულეებზე, პოზიტივზეც, მიღწევებზეც, რადგან ეს ინფორმაცია მიეწოდებათ პატიმრებსაც, რომლებსაც სურთ, რესოციალიზაცია მოახდინონ, ჩადგნენ ცხოვრების რეჟიმში, რასაც თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს.

 

აუცილებელია წახალისება იმის, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს. თუნდაც იმის თქმა, რომ სისტემის მიმართ არის შენიშვნა, სწორია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ მესიჯები უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული, კეთილგანწყობილი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის. ისინი სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შედარებებს აღარ დავიწყებ, რა იყო და რა გვაქვსქართული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის გამართული მმართველობა და თუკი რაიმე არსებობს საყურადღებომითუმეტეს შენიშვნის გასათვალისწინებელი, მგონია, რომ ეს როგორც პენიტენციურმა სისტემამ, ასევე სახალხო დამცველის სამსახურმაც უნდა გაითვალისწინოს. ამ ორი პოზიციის შეჯერება მოგვცემს იმას, რასაც ჰქვია უკეთესი შედეგი, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

big_banner
არქივი