logo_geo
ნათია თურნავა: იუსტიციის სახლებში რეგიონების მოსახლეობას ადგილზე აუხსნიან, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს
- +

22 იანვარი. 2020. 11:17

 

„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებლობების შესახებ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, შევქმნით ერთიან ე.წ. ფრონტ-ოფისს. შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე რეგიონებში ინფორმაციას მივუტანთ ადგილზე, რათა არ სჭირდებოდეს ადამიანს, ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში, რომ გაიგოს პროგრამის თაობაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მაესტრო რეგიონებში“ სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.

 

 

 

 

big_banner
არქივი