logo_geo
მირიან წიკლაური: შესაძლოა, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დავუჭირო
- +

24 იანვარი. 2020. 12:35

 

დეპუტატი მირიან წიკლაური, ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნების საკითხს ეხმაურება.

 

დეპუტატის განცხადებით, ირაკლი შოთაძეს აქვს უნარი, თავი გაართვას სირთულეებს და გამოწვევებს.

 

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი გამოწვევა, რომელიც შოთაძეს არჩევის შემთხვევაში დახვდება, სწორედ სამართლიანობის აღდგენაა.

 

ირაკლი შოთაძეს პირადად ვიცნობ და ვიცი მისი საქმიანობის შესახებ. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, შეიძლება მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო. ის იყო პასუხისმგებლიანი კაცი, რაც ზოგადად, საზოგადოებაში დეფიციტია. პახუხისმგებლობის განცდა ბევრს არ აქვს, მათ შორის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელსაც. როდესაც საჭირო იყო, ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბევრი წუწუნი არც დაუწყია გადადგომაზე. მეტიც, თვითონ შესთავაზა. ამან გარკვეულწილად ჩააცხრო ის ვნებათაღელვა, რაც მაშინ ცნობილი მოვლენების დროს არსებობდა. ის არის პასუხისმგებლიანი კაცი, მაღალი დონის პროფესიონალი და შეუძლია, თავი გაართვას სირთულეებს. მთავარი გამოწვევა კი, რომელიც დღემდე ვერ მოხერხდა, არის სამართლიანობის აღდგენა“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

 

დეპუტატის შეფასებით, მთავარი გამოწვევა, რაც გენერალურ პროკურორს დახვდება, პირობის შესრულება და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა იქნება.

 

 

 

big_banner
არქივი