logo_geo
ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას, დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე
- +

26 იანვარი. 2020. 18:44

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით,  NDI წლებია, საქართველოში სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული.

 

როგორც ინაშვილმა თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, საქართველოში NDI-სა და IRI-ის საქმიანობა უნდა აიკრძალოს.

 

„ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, ერთად უნდა ვუთხრათ არა ტყუილს, NDI-ის და IRI-ის. ხმამაღლა ვამბობთ დღეს ამერიკის საელჩოს წინ, უნდა აიკრძალოს საქართველოში მათი საქმიანობა, წავიდნენ და დატოვონ საქართველო. 90-იანი წლებიდან დღემდე არის მხოლოდ ტყუილი, თავზე მოხვევა სააკაშვილების, ბოკერიების, კიდევ უნდათ ამ ლორა თორნტონებს, კრამერებს, სხვებს, რომ 2020-შიც ძალით გაიტანონ. ქართველი ხალხი არ მოგცემთ ამის უფლებას, ყველამ ავწიოთ წითელი ბარათები, ვაჩვენოთ, რომ ამას არ დავუშვებთ. ისე გვიყურებენ, თითქოს ბანანის რესპუბლიკა ვართ. ჩვენ არ ვართ ლორა თორნტონის და კრამერის საცდელი ლაბორატორია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება და არავის წინაშე ამ ღირსებას არ დავთმობთ. დღეს მივმართავთ ამერიკის ხელისუფლებას და ვეუბნებით, იმიტომ მოვედით ამერიკის საელჩოსთან, რომ გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი – დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა. არა NDI-ის და არა IRI-ის, არა ტყუილს, ჩვენს შეურაცხოფას. ლორა თორნტონზე საქმე უნდა აღიძრას, უნდა დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე და მე გარწმუნებთ, რომ ეს გამოძიება მივა იმ შედეგამდე, რაზეც ვსაუბრობ. აქ ადგილი აქვს კორუფციას. კვლევების გაყალბება დანაშაულია. ეს დანაშაული ხდება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჩვენ არ ვართ არავის საცდელი პოლიგონი და არ დავუშვებთ ამას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი