logo_geo
კონსტანტინე კოსაჩოვი: სამწუხაროა, რომ თურქეთი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს
- +

27 იანვარი. 2020. 17:42

 

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის თქმით, სამწუხაროა, რომ თურქეთი NATO-ში საქართველოს შესვლას მხარს უჭერს.

 

ამის შესახებ კოსაჩოვმა აზერბაიჯანულ გამოცემასთან ისაუბრა.

 

„არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მიახლოვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცდება და ჩვენ ამგვარი სცენარის განვითარებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. რაც შეეხება თურქეთს, მე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის იდეალიზებას არ მოვახდენდი. ამ ქვეყანასთან ურთიერთქმედება ვისწავლეთ სხვადასხვა საკითხების მოგვარების ჭრილში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტებში ჩვენი ქვეყნები ერთიანი პოზიციებით გამოდიან. ჩვენს ურთიერთობებში არსებობს მწვავე საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. თუ ანკარა NATO-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას უჭერს მხარს, ეს სამწუხაროა, რადგან 2008 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო დაპირებები, თავბრუს ახვევს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას ამწვავებს“, – აღნიშნა კოსაჩოვმა.

 

23 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ისეთი მოკავშირე სჭირდება, როგორიც საქართველოა.

 

 

big_banner
არქივი