logo_geo
ნათია თურნავა: არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, ეს „შავი პიარია“
- +

28 იანვარი. 2020. 11:41

 

„ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ჭორებისთვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ტყუილს უწოდებს.

 

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია“, -განაცხადა თურნავამ.

 

 

 

big_banner
არქივი