logo_geo
თეა წულუკიანი: ევროსაბჭო ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტს დადებითად და წარმატებულად აცხადებს
- +

30 იანვარი. 2020. 13:15

 

„ვიცი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, ჩვენი პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტს დადებითად და წარმატებულად აცხადებს“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მისი გამოსვლა ობიექტურად შეფასდეს.

 

„თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, შინაარსით დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით, ალბათ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლაც შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს. ის წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და ყოველთვის არ გვქონდა ის ფუფუნება, რომ გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ საჯარო მოხელე, ჩვენი პრეზიდენტის იქ ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს. რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი ეს წარმატება დააკნინოს ან თვითონ პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ იმას, რაც მოხდა და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი