logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ამერიკას სჭირდება საქართველო, მაგრამ ჩვენდამი სენტიმენტების გამო არა
- +

30 იანვარი. 2020. 13:56

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნა სურს.

 

როგორც ექსპერტმა „POSTV“ის ეთერში განმარტა, რუსეთმა ყირიმში გააძლიერა სამხედრო ბაზა. სწორდე ამიტომ ამერიკას სურს, საქართველოში თავისი გავლენები გააძლიეროს.

 

„რუსეთმა ყირიმში გააძლიერა სამხედრო ბაზა. ამერიკას სჭირდება საპასუხო ბაზა, თურქეთი როგორც ბაზა აღარ გამოადგება, ბულგარეთი, რუმინეთი არ ადგია. რა რჩება? მას სჭირდება საქართველო, მაგრამ  ჩვენდამი სიყვარულის, სიკეთის ან სენტიმენების გამო კი არა, თვითონ ამერიკას სჭირდება საქართველოში ფეხის მოკიდება“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი