logo_geo
„ცუდ და სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე“ - მამუკა არეშიძე კონგრესმენების წერილებზე
- +

30 იანვარი. 2020. 17:15

 

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების  წერილებთაოპოზიცი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულწილად კავშირში არიან.

 

როგორც ანალიტიკოსმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოსთვის ცუდი იმიჯის შექმნაში დიდი ფული იხარჯება.

 

ყოველთვის შეიძლება ლობისტური კომპანიების მუშაობის კვალის ნახვა.  ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდ და სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე.  ოპოზიცია შეშფოთებული  არაა, ოპოზიცია გახარებულია ამ  წერილებით. ეს ოპოზიციის ნამუშევარია და მასთან აფილირებული იმ არასამთავროების, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. სხვათაშორის, არამარტო ქართული არასამთავროები, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება შესაბამისი იმიჯის შექმნაში. პლუს, ამას ერთვის ცალკეული შეცდომები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული. ყველაფერი ეს კი ბევრად უფრო მუქი სურათის წარმოდგენას იძლევა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი