logo_geo
ირაკლი კობახიძე: კომუნიკაცია გვექნება კონგრესმენებთან და სენატორებთან
- +

31 იანვარი. 2020. 13:54

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან ექნებათ კომუნიკაცია, რა დროსაც პასუხს გასცემენ წერილების შინაარს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას გარკვეული დროის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონდა  პარტნიორი ქვეყნის კონგრესმენებთან.

 

„კომუნიკაციას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კომუნიკაციით. გვექნება ამის შესაძლებლობა კონგრესმენებთან და სენატორებთან . ამ რეჟიმში განვიხილავთ ყველა საკითხს. გასაგები მიზეზების გამო ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა კომუნიკაციაში, თუმცა ეს არის გამოსწორებადი. გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მეგობრებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის „დემოკრატმა“ ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილით 30 იანვარს მიმართეს.

big_banner
არქივი