logo_geo
თეა წულუკიანი: პრეზიდენტის გამოსვლის ობიექტურად შეფასება უნდა შეგვეძლოს
- +

1 თებერვალი. 2020. 01:47

 

 

 

თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნლოვანი და შინაარსით დატვირთული სიტყვით, ალბათ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ მისი გამოსვლა ობიექტურად შევაფასოთ, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის დელეგაციის წევრების შესახებ სხვა პასუხი ვერ ექნებოდა.

 

ჩვენ ყოველთვის არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებული სახელმწიფო. მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აფასებს. თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ეს წარმატება დააკნინოს, ან პიროვნულად პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება თუ ყველაფერს ობიექტურად შევაფასეთ.

 

როდესაც ქალბატონ სალომეს დაუსვეს შეკითხვა საზღვარზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წარმომადგენლების შემოშვებასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლებოდა ჰქონოდა ის პასუხის, რაც მან გასცა. რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციაში არშემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ჯერ გადაწყდეს სად ჩატარდება და ვინ ჩამოვა. ამ საკითხზე წინასწარი აჟიოტაჟი ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინებას ემსახურება“,- განაცხადა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი