logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას ხალხის ნდობა არ აქვს
- +

2 თებერვალი. 2020. 20:57

 

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ოპოზიცია ქართველ ხალხს სიახლეს არ სთავაზობს, შესაბამისად  ნდობაც არ გააჩნია.

 

როგორც რამაზ საყვარელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია გამარჯვებისთვის არ იბრძვის. 

 

„ხალხს სიახლე სჭირდება, რასაც ოპოზიცია ვერ სთავაზობს. მათ ხალხის ნდომა არ აქვთ, არც რაიმე სიახლეს სთავაზობენ ხალხს. თუ, აქციებზე ისევ ვერ შეიკრიბა საკმარისი რაოდენობის ხალხი, ეს ოპოზიციის გამოფიტავს. საერთოდ არ მაქვს  განცდა, რომ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძვის,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი