logo_geo
ნინო წილოსანი: ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად, როცა ჩვენ კანონპროექტებს მივიღებთ
- +

3 თებერვალი. 2020. 16:08

 

 

„ეს ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განუცხადა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკურ ბოიკოტს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია თუ  მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ მათი მხრიდან ადგილი ექნება იმ ნდობაზე უარის თქმას, რაც მოსახლეობამ გამოუცხადა.

 

„დამამშვიდებელი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე, პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მოგვცემენ, თუმცა, მათ ვეტყვი, რომ ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება“, – განაცხადა წილოსანმა.

 

საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.

 

 

big_banner
არქივი