logo_geo
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
- +

4 თებერვალი. 2020. 11:09

 

 

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. მიმდინარე კვირას დეპუტატები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

 

უახლოეს კვირებში კი პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

ასევე კანონმდებლები "მინისტრის საათის" ფორმატში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს მოუსმენენ.

 

საგაზაფხულო სესიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი - ახალი გენერალური პროკურორის არჩევაც იქნება.

 

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, სესიაზე ბუნებრივი რესურსების კანონპროექტსაც განიხილავენ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგაზაფხულო შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება.

 

"იწყება საგაზაფხულო სესია, სადაც უამრავი კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი. ტყის კოდექსი, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ახლა უნდა განვიხილოთ, უამრავი ახალი ამბავი გველოდება, მინისტრების მოსმენა და პროკურორის არჩევის საკითხი. ვფიქრობ, შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

big_banner
არქივი