logo_geo
მამუკა მდინარაძე: ბაღდათის ტრაგედიის გამო, უმრავლესობამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარი თქვა
- +

4 თებერვალი. 2020. 13:12

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბაღდათში მომხარი უბედური შემთხვევის გამო, უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დღეს უმრავლესობის დეპუტატები სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.

 

 

„მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო. მითუმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი