logo_geo
ეკა ბესელია: პარლამენტის ტრიბუნა პრობლემების დასანახად უნდა გამოვიყენოთ
- +

4 თებერვალი. 2020. 13:23

 

 

 

 

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, სადაც საპარლამენტო ოპოზიცია, ბოიკოტირების მიზნით, არ იმყოფება.  

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას განსხვავებული მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტის ტრიბუნა მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემების გასახმოვანებლად უნდა გამოიყენოს.

 

„იმ მოთხოვნებს, რასაც ოპოზიცია აყენებს, მხარს ვუჭერ, სამართლიანი მოთხოვნებია. თუმცა, ამავე დროს მაქვს ამ მხრივ ცოტა განსხვავებული მოსაზრება, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია და ჩვენ, ვინც ვართ პარლამენტის წევრები, აქ ეს ტრიბუნა ოპონირებისთვის და პრობლემების დასანახად უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ვინც არ არის პარლამენტის წევრი, ბევრია ასეთი და ოპოზიციაშია, ის, ბუნებრივია, სხვა სივრცეს და სხვა ადგილს იპოვის პროტესტის გამოსახატად. ამიტომ, მე მგონია, რომ არ უნდა დავტოვოთ საპარლამენტო ტრიბუნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

big_banner
არქივი