logo_geo
დავით ჩიხელიძე: ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს
- +

4 თებერვალი. 2020. 17:07

 

„ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს.

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, „ორიონ სტრატეჯისა“ და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გაფორმებულ ხელშეკრებულებაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად დასახელებული ბათუ ქუთელია თავისი წარსულითა და ამჟამინდელი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ ძალებს ტყუილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. დოკუმენტურად დადასტურდა, რომ „ორიონ სტრატეჯისა“ და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმებულ ხელშეკრებულებაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა დასახელებული. ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს.

 

ბათუ ქუთელია გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, რეალურად კი არასამთავრობოს სახელს ამოფარებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც თვითონ აცხადებს, ხელშეკრულებაში მისი სახელის არსებობა შეცდომა და გაუგებრობაა. ფაქტია, ბათუ ქუთელია, თავისი წარსულითა და ამჟამინდელი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისი სახელი სწორედ ნაციონალებთან ასოცირდება.

 

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ღირებულება ასეულობით ათას დოლარს შეადგენს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში კი ასეთი „მექნიკური შეცდომები“ არ ხდება“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

big_banner
არქივი