logo_geo
ლუკ კოფი: დროა, NATO-მ გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს
- +

4 თებერვალი. 2020. 19:27

 

NATO- უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს“, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა თურქული ტელეკომპანია „TRT“-ეს ვებპლატფორმაზე ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის წერილი.

 

ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-ს საიმედო მოკავშირის რეპუტაცია და მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ქვეყნის წევრობის სასარგებლოდ დამაჯერებელი არგუმენტია.

 

ლუკ კოფი დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იხსენებს, რომელმაც NATO-ს წევრებს ალიანსის გაფართოებისკენ მოუწოდა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

 

როგორც ჩავუშოღლუმ იანვარში აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები არ თანხმდებიან საქართველოს NATO-ში მიწვევაზე, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე“. საქართველო არის მნიშვნელოვანი ალიანსისთვის რამდენიმე მთავარი მიზეზით. უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის გამოცდილი და საიმედო მოკავშირე. 2012 წელს, როდესაც NATO- ბევრი ქვეყანა ავღანეთის გასასვლელი კარისკენ გარბოდა, საქართველომ იქ არსებულ მისიაში მონაწილეობისთვის დამატებით ასობით სამხედრო გაგზავნა. ავღანეთში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის პიკზე მას მსოფლიოს თუ არა, ქვეყნის ყველაზე საშიშ ადგილებში, ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციებში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული. დღეს საქართველოს ავღანეთში დისლოცირებული ჰყავს თითქმის 900 სამხედრო, რითაც ის NATO- საწვრთნელი მისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია. მეორე მხრივ, საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა მას NATO-სთვის მნიშვნელოვანს ხდის. ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ეს თურქეთზე უკეთ ესმის. სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინს და საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით“, - წერს კოფი.

 

ლუკ კოფის თქმით, საქართველომ მოახდინა თავისი შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და მტკიცედ უჭერს მხარს NATO-სა და არა მხოლოდ NATO-ს ოპერაციებს საზღვარგარეთ. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს წვლილი მიუძღვით ერაყისა და ავღანეთის მისიებში, ასევე ასობით მშვიდობისმყოფელი მონაწილეობდა ბალკანეთისა და აფრიკის მისიებში.

 

რუსეთის ინტერვენციისა და მისი შედეგების შემდეგაც, საქართველომ არ თქვა უარი დასავლეთთან დაახლოებაზე. ამით საქართველო გახდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. დროა, ალიანსმა წევრობის საკითხზე პროგრესს მიაღწიოს, გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო NATO-ში“, – აღნიშნავს ლუკ კოფი.

 

 

 

big_banner
არქივი