logo_geo
დავით ზალკანიანი აშშ-ის სენატორებს შეხვდა
- +

5 თებერვალი. 2020. 11:15

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ამერიკაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

 

მინისტრი სენატორებს ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს შეხვდა. ასევე შეხვედრა იყო ამერიკელ ექსპერტებთანაც. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ წერილებთან დაკავშირებითაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მიიღო. ასევე საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საარჩევნო სისტემის საკითხებს. მინისტრის განცხადებით, შემდგარი შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

 

 

„ეს იყო საუბარი მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მე მათ საქართველოს მყარი მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურთ, რომ მომავალი დემოკრატიული რეფორმები არჩევნები ჩატარებული იყოს სწორედ იმ მაღალ სტანდარტებში, როგორ სტანდარტებშიც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს. ბუნებრივია იყო კარგი საშუალება იმისთვის, რომ მე მათთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.

 

 

big_banner
არქივი