logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით
- +

5 თებერვალი. 2020. 11:23

 

 

„ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით, რადგან მათი დღის წესრიგი დესტრუქციისა და არასტაბილურობისკენს არის მიმართული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

 

„ჩვენთან არის შიდა დემოკრატია და ყველა წევრს აქვს უფლება სხვადასხვა საკითხი დასვას. შეხვედრა ეხება საორგანიზაციო საკითხებს. აქციები ყოველ დღე აქვთ და ჩვენი შეხვედრები სულ დაემთხვევა, რადგან სულ რაღაც შეხვედრები აქვთ. ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით. მათი დღის წესრიგი ქვეყნის განვითარებაზე არ არის მიმართული. ისინი მიმართული არიან დესტრუქციისკენ და არასტაბილურობისკენ. კონგრესმენების კრიტიკა უხარიათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი