logo_geo
დავით მათიკაშვილი: ქვეყნის მომავალზე ზრუნვის პასუხიმგებლობა ოპოზიციას არ აქვს
- +

5 თებერვალი. 2020. 13:25

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში სხდომებს.

 

 

დეპუტატის განცხადებით, მთავრობას ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, შესაბამისად ისინი გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას.

 

დავით მათიკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა დესტრუქციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რათა ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. ეს პასუხიმგებლობა ოპოზიციას, სამწუხაროდ, არ აქვს, შესაბამისად, თავისუფალნი არიან ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს. მოვუწოდებ ყველას, არ მოიქცნენ დესტრუქციულად, არა ხელის შეშლით, იმისთვის, რომ არჩევნებისთვის მოემზადოს ქვეყანა,“ - განაცხდა დავით მათიკაშვილმა

 

 

big_banner
არქივი