logo_geo
ირაკლი კობახიძე: დეზინფორმაციაზე სიმართლე გაიმარჯვებს
- +

5 თებერვალი. 2020. 13:26

 

 

„კონგრესმენებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, იყო პარტნიორებისთვის დეზინფორმაციის მიწოდების შემთხვევები, აქედან გამომდინარე, მათი სწორად ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, მთელი შემთხვევები იყო, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდა ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა პოვა განცხადებებში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა, ახლა ამის პრობლემა არ არის. კომუნიკაცია და შეხვედრები გაგრძელდება, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. კომუნიკაცია გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში და საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია პარტნიორებს. პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ, რაც აისახებოდა მათ წერილებში. ფაქტობრივი უხეში უზუსტობა იყო გაპარული წერილებში, რაც დეზინფორმაციის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

 

ამასთან, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.

 

 

big_banner
არქივი