logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციული სისტემა ამ რეალობაში, ხიფათის შემცველია
- +

5 თებერვალი. 2020. 14:14

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

 

მისი თქმით, საარჩევნო სისტემაზე სასაუბროდ სპეციალური ფორმატი არსებობს და იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ იქ წარმოდგენილი ინიციატივის ერთგული დარჩება, რაც პარლამენტში მანდატების პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 100/50-ზე გადანაწილებას გულისხმობს. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მეტ დათმობაზე მმართველი გუნდი აღარ უნდა წავიდეს

 

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს ფორმატი, სადაც ესწრებიან ელჩები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ჩვენი შეთავაზება გაკეთებულია უკიდურესი კომპრომისით 100/50, რის იქითაც, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკვე დგას ქვეყნის არასტაბილური განვითარების საშიშროება და ხიფათი. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მაჟორიტარების დამოკიდებულება, რომ პროპორციული სისტემა ამ რეალობაში, ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არის ხიფათის შემცველი. ამიტომ ჩვენი, უკვე მესამე უკიდურესი კომპრომისი ეს არის 100/50. იმ ჯგუფისთვის, რომელიც კატეგორიული ვიყავით პროპორციულ სისტემაზე ასე ნაჩქარევად გადასვლაზე, გაჭირდება არგუმენტების მოტანა, რომ ჩვენი უკიდურესი კომპრომისი კიდევ დავძრათ ადგილიდან და გავწიოთ მეტი დათმობა. თუ ყველა მხარე გუნდშიც და გუნდს გარეთაც, პოლიტიკური სპექტრი, პოზიციიდან დაწყებული ოპოზიციით დამთავრებული იქნება ორიენტირებული ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოიპოვეს სავარძელი პარლამენტში და ჩაიგდოს ხელში სამთავრობო ბერკეტები, აი მაშინ გავალთ შედეგებზე. თუ მხოლოდ პირად ინტერესებზე დარჩა ეს თემა, რა თქმა უნდა, არასახარბიელო განვითარება იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

big_banner
არქივი