logo_geo
მამუკა მდინარაძე: კვლევებს თუ „ბათუ ქუთელიები“ ჩაატარებენ, ის არარეალური იქნება
- +

5 თებერვალი. 2020. 15:07

 

 

„სწორება გვაქვს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს სულ ცოტა 50%-დან 60%-მდე შედეგი. ვფიქრობ, ეს არ არის უტოპია, ეს არის რეალობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის ფორმატში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა აძლევს მმართველ გუნდს არჩევნებში მაღალი შედეგის მიღების იმედს, როცა კვლევები სხვა რამეს აჩვენებს, მდინარაძემ უპასუხა, რომ მათ იმედს საზოგადოებრივი განწყობა აძლევს.

 

„კვლევებს თუ „ბათუ ქუთელიები“ ჩაატარებენ, ეს კვლევა რეალური არ იქნება. ექსპერტები, რომლებიც ჩაჯდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში, შეგვიძლია „ბათუ ქუთელიებად“ მოვიხსენიოთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, იმედი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ასეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60%-ია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, უფრო მეტად შევძლოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი. ერთია, რას ალაგებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებში და მეორეა, რა ხდება საზოგადოებაში რეალურად. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ვსახავთ გეგმებს, რომელიც 60%-ს უახლოვდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი