logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ?
- +

5 თებერვალი. 2020. 15:54

 

 

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიჭყინი უწოდა:

 

„ნელ-ნელა შევდივართ საარჩევნო ფაზაში და გვინდა, რომ ყველაფერი იყოს გააზრებული, რაც შეეხება გარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიჭყინს, რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ, ნახევარი ესე, ნახევარი ისე? სად წავიდნენ,  ეს მათი საქმეა“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 

big_banner
არქივი