logo_geo
გიორგი გახარია: დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ისეთი, როგორიც ევროკავშირშია
- +

6 თებერვალი. 2020. 11:08

 

 

„დღგ-ს მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

გახარიას თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში, საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს.

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო და ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწარაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი