logo_geo
გიორგი ვოლსკი: გაურკვეველია, ოპოზიციამ ეუთო/ოდირს რომელი საარჩევნო მოდელი გაუგზავნა
- +

6 თებერვალი. 2020. 11:32

 

 

„გაურკვეველია, ეუთო/ოდირს ოპოზიციამ რომელი მოდელი გადაუგზავნა“ - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკის შეფასებით, არც გერმანული და არც ავღანური მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

 

„არ არის გარკვეული, საერთოდ რა მოდელი გააგზავნეს და რაზე მიიღეს პასუხი. იმიტომ რომ ე.წ. მრავალმანდატიანი, რეგიონალური - ეს არის ავღანური მოდელი, რომელიც არანაირად არცერთ პარამეტრში არ ჯდება. თუ გერმანული მოდელი გააგზავნეს, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას ე.წ. გერმანული მოდელი? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

 

ასევე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ეუთო-ც მოუწოდებს მხარეებს, დავა საარჩევნო სისტემაზე ფართო კონსენსუსით გადაწყვიტონ. ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ საღამოს „ევროპულმა საქართველომ“ გაასაჯაროვა.

 

big_banner
არქივი