logo_geo
კახა კალაძე: კონგრესმენების განცხადებებმა ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა
- +

7 თებერვალი. 2020. 12:37

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძეს შეფასებით, ჯერ ეუთო/ოდირის, შემდეგ კი კონგრესმენების განცხადებებმა „ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა“.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონგრესმენებსა და სენატორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ცალმხრივად არ განიხილებოდეს.

 

„მე მგონი, თქვენ ისმენთ იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ეუთო/ოდირის დასკვნამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას და შემდეგ ამ განცხადებებმა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია ურთიერთობა კონგრესმენებთან, სენატორებთან, სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა ცალმხრივად არ იყოს გაჟღერებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები”, - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

„ჩვენი პოზიციები არ უნდა გავიაზროთ როგორც გაბრაზების ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

big_banner
არქივი