logo_geo
ადამ კინზინგერი: ჩვენ გამოვხატავთ ხოლმე შეშფოთებას, თუმცა, ეს არ უნდა გაიგოთ როგორც ბრაზი ან იმედგაცრუება
- +

7 თებერვალი. 2020. 12:44

 

 

„ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენს შორის წარმოშობილი საკითხები იმას მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოსადმი მაღალი ინტერესი გვაქვს, ეს რომ ასე არ იყოს, არ გვექნებოდა კომუნიკაცია“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთნ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ვფიქრობთ, რომ დიალოგის გაგრძელება არსებული ვითარების განსამუხტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მიმართ და გვსურს გამოსავლის ნახვა. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ყველა საერთო ინტერესის საკითხზე და მე იმედი მაქვს, რომ ვითარებიდან გამოსავალს ძალიან მალე ვიხილავ.

 

ჩვენ მთავრობასთან ისეთ კომუნიკაციაში ვართ, როგორიც არავისთან. ჩვენ გამოვხატავთ ხოლმე შეშფოთებას, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გაგებული როგორც ბრაზი ან იმედგაცრუება, არამედ ეს უნდა იყოს აღქმული ისეთ რამედ, რაც მეგობრებს შორის ხდება. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვან ქვეყანას ჩვენი მომავლისთვის და მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოც მსგავსად უყურებს შეერთებულ შტატებს. მე ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაზე ვართ ამ მდგომარეობით და ვაგრძელებთ საქართველოსადმი ერთგულებას“, - აღნიშნა კინზინგერმა.

 

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო, შეშფოთება გამოთქვეს.

 

 

big_banner
არქივი