logo_geo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ყავლგასული პოლიტიკოსია
- +

8 თებერვალი. 2020. 17:15

 

 

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, ყავლგასული პოლიტიკოსია“,  - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის მიერ „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირადი შტაბის გახსნის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

 

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა - ყავლგასული პოლიტიკოსია. 2014 წლიდან გვემუქრება, რომ რევოლუცია იქნება. იმდენ ტყუილს ამბობს, რომ არ მგონია, მისი გუნდის წევრებისთვისაც იყოს უკვე მოსახერხებელი ადამიანი. პირიქით, რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, შეიძლება, კიდევ მცირე წარმატებაზე იფიქრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი