logo_geo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება
- +

10 თებერვალი. 2020. 16:01

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა, შიგნით ბევრი კრიზისული მომენტი იქნება, წინ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები გველოდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„თუ მიხეილ სააკაშვილს განზრახვა აქვს, მთელი თავისი ცოდვები მხოლოდ ვანო მერაბიშვილს გადააბრალოს, არ მგონია, ეს ვინმემ მოცემულობად მიიღოს. ამ კაცს დიქტატორის თვისებები და მოთხოვნები რომ აქვს, ცნობილია. მას უდგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით. მან მოითხოვა იმის ფორმალიზება, რაც რეალურად ხდება. მისია ყველანაირი რესურსი – მატერიალური და ელექტორალური, რაც ახლა ძალიან შემცირებულია, მაგრამ ამ ყველაფრის ფორმალიზება მოითხოვა. მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ იკრიბებიან სხვა პარტიებიც. ამაში დავრწმუნდით, ამის არაერთი აღიარება და დოკუმენტური მასალებიც ვნახეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არჩია, არ იყოს ერთ-ერთი, იყოს ლიდერი, როგორც ეს სინამდვილეშია და ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.

 

„თუმცა, ეს სხვებმა არ მოიწონეს, რადგან სირცხვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო და ამ ფორმით მას მხარს უჭერდე. აქედან გამომდინარე, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ბათუ ქუთელიობა გამოუვიდათ, რომ დამოუკიდებლები ვართო, თუმცა რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა. შიგნით ბევრი კრიზისული მომენტი იქნება, წინ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები გველოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, ან 2024 წლამდე აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება, სხვანაირად. ჯანსაღ პარტიებს ოპონირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქვეყნისთვის საუკეთესო მოცემულობაა, „ნაციონალური მოძრაობასავით“ სასირცხვილო და მარგინალური ძალა არ არსებობდეს, იყოს რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საგნობრივ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

big_banner
არქივი