logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მიზანი რევოლუციური სცენარის განვითარებაა
- +

11 თებერვალი. 2020. 10:08

უმრავლესობის ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე,  ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი რევოლუციური გზით სვლაა.

 

"მოლოდინი, იმისა, რომ ისინი რაიმე გონივრულს, კომპრომისულსა და შედეგიან შეთავაზებას გააკეთებდნენ, არ გვქონდა. მათი მიზანი რევოლუციური სცენარის განვითარებაა, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ოპოზიცია სჯობს, რომ დაუბრუნდეს კონსტრუქციულობას, გაითვალისწინონ ქვეყნის მთავარი ინტერესები და არა ის, რომ უმოკლესი გზა აირჩიონ პარლამენტში შემოსვლისთვის," - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

big_banner
არქივი