logo_geo
რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

12 თებერვალი. 2020. 10:29

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში სამი კანდიდატი ჩაერთვება. კენჭს ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა და ე.წ ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია იყრიან. დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.

 

 

big_banner
არქივი