logo_geo
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს
- +

12 თებერვალი. 2020. 11:36

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

 

დღეს დასრულდა კანდიდატურების წარდგენის ვადა“, – განაცხადეს ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციაში.

 

ე.წ. საარჩევნო კომისიის მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე

კანდიდატია ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“ (ერთობა), ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბაა.

 

სოხუმის ადმინისტრაციის დე-ფაქტო მეთაურმა ქან კვარჭიამ, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დღეს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი თქვა. ცნობისთვის, კანდიდატების რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყო და დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

 

როგორც ცნობილია, 12 იანვარს, ოპოზიციის ოთხდღიანი პროტესტის შედეგად, დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა და „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის „არჩევნებში“ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.

 

 

big_banner
არქივი