logo_geo
გოგა ხაინდრავა: უგულავა ხაზინის ქურდი იყო
- +

12 თებერვალი. 2020. 15:43

 

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უგულავას საქმიანობის შედეგად ბიუჯეტს 102 მლნ ლარი დააკლდა, თუმცა, სააკაშვილის მმართველობის დროს მასზე სამე არ აღძრულა.

 

„გიგი უგულავა რომ ხაზინის ქურდი იყო, ეს პირველად ჩემი მინისტრად ყოფნის დროს გაცხადდა. მისი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტს 102 მლნ ლარი დააკლდა. მაშინ მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრა, რადგან თავად მართავდა ამ ქვეყანას და ბუნებრივია, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მიშასთან ერთად, ვისაც ამ ფულს უყოფდა, არ აღძრავდა. ამიტომ, ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე გაერთიანება „ქართული ოცნება“ საერთოდ გამოჩნდებოდა“,- აღნიშნა  გოგა ხაინდრავამ. 

 

 

big_banner
არქივი