logo_geo
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს
- +

12 თებერვალი. 2020. 16:23

 

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს დაუკავშირდება. მისი თქმით, ელჩებთან ერთად განიხილავს,  თუ რა შეიძლება გაკეთდეს დიალოგის გასაახლებლად.

 

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტი  დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

big_banner
არქივი