logo_geo
ტოივო კლაარი: ცხინვალის რეგიონთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა
- +

13 თებერვალი. 2020. 13:03

 

 

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრები გაიმართა. მის თქმით მათ შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა.

 

მოლაპარაკებები გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით იმართებოდა. ტოივო კლაარი ამის შესახებ  „Twitter“-ზე წერს.

 

დასრულდა ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო- წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად. გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით“, – წერს ტოივო კლაარი.

 

 

 

big_banner
არქივი