logo_geo
სოფო კილაძე: ოპოზიციას, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად, ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნა არ აწყობს
- +

13 თებერვალი. 2020. 13:18

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად, ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნა არ აწყობს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესია, უგულავა პოლიტიკურად დევნილად „მოინათლოს“.

 

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ამ საქმეს, ისინი თვითონვე მიხვდებიან, რომ ამ საქმეში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ჩემთვის არ იყო გასაკვირი სალომე სამადაშვილის კომენტარი, როდესაც მას არ უნდა, რომ საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია ჩამოვიდეს. ოპოზიციას, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად, ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნა არ აწყობს", — განუცხადა „რუსთავის 2“-ს კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების მონაწილეობით, ფაქტების დამდგენი მრავალპარტიული მისიის შექმნა დააანონსა.

 

 

big_banner
არქივი