logo_geo
საგარეო უწყება: დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს
- +

13 თებერვალი. 2020. 16:18

 

 

„არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მოწოდებას, სადაც ის ამბობს, რომ მთავრობამ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ის ერთობლივი წერილი გამოაქვეყნოს, რომელიც საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წერილის გამოქვეყნება მათი პრეროგატივა არ არის.

 

„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.

 

ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, - განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი