logo_geo
ამირან სალუქვაძე: „ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 წევრის წასვლა საეჭვოა
- +

13 თებერვალი. 2020. 18:57

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი აქტიური წევრის  წასვლას საეჭვოდ მიიჩნევს.  როგორც ანალიტიკოსმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც  მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

 

 „ნაციონალური მოძრაობიდან“  4  წევრის წასვლა საეჭვოა. არადამაჯერებელია, რომ ჭავჭავაძის ცენტრია მისახედი და სამი წევრი პარტიას ამიტომ ტოვებს. პოლიტსაბჭოს დატოვება, განმარტებით, რომ  ორგანიზაციის ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები, გაუგებარია. რატომ უშლის ეს პარტიულ საქმიანობას ხელს? თუ პარტიაში ხარ და მითუმეტეს პოლიტსაბჭოში,  სხვადასხვა მიმართულებებით უნდა იყო დაკავებული, ხელს რატომ უშლის წევრობა, გაუგებარია და კითხვები ჩნდება. ჩემი ეჭვებით, გუნდის შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე დღეს პარტია კიდევ ერთმა აქტიურმა წევრმა დატოვა“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

big_banner
არქივი