logo_geo
კახა კალაძე: ოპოზიციას ახარებს ის, რომ უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი
- +

14 თებერვალი. 2020. 00:23

 

 

ძალიან კარგად იცის ხალხმა, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, როგორც ამას ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს აკეთებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ მიუნხენის აეროპორტიდან ფეისბუქ ჩართვისას განაცხადა.

ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, როგორ დარბოდნენ რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო და ისინი შეეცდებოდნენ, ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად, ისე შეფუთავდნენ ყველაფერს, თითქოს ეს “ქართული ოცნების“ ბრალი იყო. იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც, რაც არ გამოუვათ. ჩვენ ძალინ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს და უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი.

 

ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ დეკლარაცია ჩავარდა. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს საინტერესოა ზოგადად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები ამიტომ არის მნიშვნელოვანი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად იცის ხალხმა, ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები, მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, შეაბამისად,  ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი