ჟურნალისტი ნათია ბერიძე სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს მიმართავს და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
„ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ევროპის ჩემპიონს აგინებს, თქვენ ხართ ძალა, რომელიც ბადურაშვილის სიკვდილზე ტაშს უკრავს, შესაბამისად, მე თქვენ ოპოზიციად ვერ აღგიქვამთ. როცა ადამიანის სიკვდილი ბედნიერებად შეგიძლიათ გამოაცხადოთ, აუცილებლად ხართ დესტრუქციული ძალა“, - მიმართა ნათია ბერიძემ გიგი მაქარაშვილს გადაცემა „რეაქციაში“.