logo_geo
USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო
- +

14 თებერვალი. 2020. 15:28

 

 

USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

ამის მაგალითად პიტერ ვიბლერმა ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედება მოიყვანა, რაც პარლამენტის მიერ, მთავრობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს.

 

პიტერ ვიბლერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ დანერგილი სხვადასხვა ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს საშუალებას აძლევს, საზედამხედველო მანდატი სრულად შეასრულოს.

 

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ პარლამენტმა მიაღწია პროგრესს ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედების მხრივ, რაც პარლამენტის მიერ მთვარობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს. პარლამენტმა წარმატებით დანერგა მინისტრის საათი, თემატური განხილვები და სხვა ინიციატივები, რაც მას საზედამხედველო მანდატის სრულად შესრულების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პიტერ ვიბლერმა.

 

მისი თქმით, ზოგიერთი რეფორმა, კერძოდ, საარჩევნო სფეროში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

 

მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ. პარლამენტში ასევე სხვა რეფორმებზეც გაიმართა დებატები 2019 წელს. ეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. უკვე ვახსენე მაგალითები, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლიესენია კომერციული დავების მედიაცია, სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ინიციატივები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, ასევე ბავშვების უფლებების დაცვა“, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი