logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
- +

14 თებერვალი. 2020. 19:26

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

 

მინისტრებმა მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში NATO-ს მეტი ჩართულობა დაასახელა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

big_banner
არქივი